სერვისები

BLF უზრუნველყოფს კლიენტების უფლებების დაცვას საჯარო რეესტრში, შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში, რეგულირების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

BLF უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში. BLF მაღალკვალიფიციურად ახერხებს და უზრუნველყოფს კლიენტების უფლებების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში.

BLF უზრუნველვყოფს კომპანიებისა და ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივ ჭრილში სრულ შემოწმებას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას. ჩვენი იურისტების მიერ გადამოწმდება თითოეული არსებული დოკუმენტი შეფასდება მისი რისკები და ასევე გაიცემა რეკომენდაცია აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების თაობაზე.

BLF იცავს მისი კლიენტების უფლებებს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ამ მიზნით, იურისტები უზრუნველყოფენ კომპანიის შიდა დოკუმენტების მოწესრიგებას, სახელშეკრულებო მოლაპარაკეკებში მონაწილეობის მიღებას, წარადგენენ კლიენტებს ისეთ სამოქალაქო სამართლის დავებზე, როგორიცაა სახელშეკრულებო დავა, მემკვიდრეობითი დავა, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავა, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავა, სანივთო სამართლებრივი დავა და ყველა იმ სახის დავა, რასაც სამოქალაქო სამართალი მოიცავს.

BLF უზრუნველყოფს ბიზნეს სუბიექტების/კომპანიების შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და მოწესრიგებას. BLF ეფექტურად იცავს შრომით დავებზე კლიენტების ინტერესებს სასამართლოში, შრომის ინსპექციაში და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

BLF უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლობას მესამე პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით, BLF სამშენებლო კომპანიის მომხარებლებთან დებს ხელშეკრულებებს, წარადგენს კომპანიას სასამართლოში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში (საჯარო რეესტრი, მერია, მუნიციპალური ორგანოები).

BLF უზრუნველყოფს როგორც კომპანიებისა და ბიზნეს სუბიექტების, ისე ფიზიკურ პირებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებას, სახელშეკრულებო რისკების განსაზღვრას და სახელშეკრულებო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას. BLF უზრუნველყოფს კლიენტების უფლებების დაცვასა და წარმომადგენლობას სასამართლოში სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე.

BLF უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას სასამართლოში და არბიტრაჟში სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებულ დავებზე, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ბრალეული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე (სუბროგაცია) და სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდევინების საკითხზე.

BLF უზრუნველყოფს კომპანიების პარტნიორთა და აქციონერთა კრების გადაწყვეტილებების მიღებასა და იურიდიულ გაფორმებას, პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, წესდებებისა და პარტნოორთა შეთანხმებების მომზადებას და კანონთან ადაპტირებას. BLF საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს კომპანიის რეორგანიზაციას (სამართლებრივი ფორმის ცვლილება, შერწყმა, გამოყოფა) და სხვა საკორპორაციო საკითხების მოწესრიგებას.

BLF-ის საქმიანობის სფერო მოიცავს ბიზნეს სუბიექტების რეაბილიტაციისა და გაკოტრების პროცესებში უშუალო მონაწილეობის მიღებას და პრიცესების ხელმძღვანელობას. ბიზნესის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე BLF-ის იურისტთა გუნდი მიმართავს სასამართლოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით და ზედამხედველობას უწევს მიმდინარე პროცედურებს.

BLF-ის საქმიანობის სფერო მოიცავს საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციების გაწევას, შემოსავლების სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში კომპანიების წარმომადგენლობას, გადასახადის გადამხდელის სასამართლოში წარმომადგენლობას საგადასახადო დავებზე.

BLF წარადგენს კლიენტებს ადმინისტრაციულ ორგანოებში. BLF-ის იურისტები ამზადებენ განცხადებებსა და საჩივრებს შესაბამის ორგანოებში წარსადგენად და უზრუნველყოფენ კლიენტების ზეპირ წარმომადგენლობას საჩივრების განხილვებში.

BLF უზრუნველყოფს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კლიენტების წარმომადგენლობას საჯარო რეესტრში, მერიაში და სასამართლოში.

BLF უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას საარბიტრაჟო დავებში, უზრუნველყოფს არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე წარმომადგენლობას.

BLF უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას სხვადასხვა სახის სამედიაციო განხილვებში – სასამართლო მედიაცია, კერძო მედიაცია, სანოტარო მედიაცია.

BLF უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კლიენტების წარმომადგენლობას საქპატენტში. BLF-ის იურისტები ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებზე კლიენტებს წარადგენენ სასამართლოში.

BLF უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას სასამართლოში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ალიმენტის დაკისრების, განქორწინების, სარჩოს დაკისრების და სხვა საოჯახო სამართლებრივ დავებზე.

BLF უზრუნველყოფს მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით კლიენტების წარმომადგენლობას შესაბამის ორგანოებში – ნოტარიუსთან, სამოქალაქო რეესტრში, საჯარო რეესტრში, ეროვნულ არქივში. BLF-ის იურისტები წარადგენენ კლიენტებს სასამართლოში მემკვიდრეობით დავებზე.

BLF უზრუნველყოფს სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში მონაწილეობის მიღებას. ამ მიზნით, BLF-ის იურისტები კლიენტებს წარადგენენ აღსრულების ეროვნულ სააგენტოში და კერძო აღმასრულებლებთან.

მისამართი

თბილისი, მარჯანიშვილის №7

სამუშაო საათები

10:00 – 18:00
ორშაბათი – პარასკევი

დაგვიკავშირდით

ტელეფონის ნომერი: 555575083
ელ. ფოსტა: info@blawfirm.ge

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.