
სახელშეკრულებო სამართალი
სახელშეკრულებო სამართალი ჩვენი პრაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ ვუწვდით კლიენტებს სრულფასოვან იურიდიულ მხარდაჭერას ხელშეკრულებების შედგენასა და ანალიზში, ვუზრუნველყოფთ რისკების იდენტიფიცირებას, ასევე ვმონაწილეობთ ხელშეკრულებების მოწესრიგებასა და მოლაპარაკებების პროცესში
რას ვთავაზობთ კლიენტებს:
ხელშეკრულებების შედგენა და სამართლებრივი ანალიზი
- ვთავაზობთ ხელშეკრულებების სრულ მომსახურებას, რაც მოიცავს როგორც დოკუმენტის ახალი პროექტის მომზადებას, ასევე უკვე არსებული ხელშეკრულებების ანალიზსა და რისკების შეფასებას. ჩვენ ვადგენთ შემდეგი ტიპის ხელშეკრულებებს: მომსახურების, იჯარის, ლიზინგის, შესყიდვის, მიწოდების, დისტრიბუციის, გირავნობისა და სხვა ტიპის ხელშეკრულებებს. სამართლებრივი ანალიზი მოიცავს კომპლექსურ შეფასებას, რომლის მიზანია კლიენტისთვის კონკრეტული საკითხის სამართლებრივი სურათის სრულყოფილად წარმოდგენა და რისკების მინიმიზაცია.
ხელშეკრულებების მოლაპარაკება
- ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ხელშეკრულების პირობებზე, რათა მიღწეულ იქნას ოპტიმალური და დაბალანსებული შეთანხმება.
დავების გადაწყვეტა ხელშეკრულებებთან დაკავშირებით
- კლიენტებს ვეხმარებით ხელშეკრულების შესრულებიდან, ინტერპრეტაციიდან ან დარღვევიდან გამომდინარე დავის წარმოებაში. ჩვენი ჩართულობა მოიცავს, როგორც სასამართლო, ისე არბიტრაჟისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობას.
სარეკომენდაციო წერილები და შეხედულებები
- ვამზადებთ სამართლებრივ დასკვნებს ხელშეკრულების კონკრეტულ პირობებსა და მათი შესრულების შედეგებზე.
