“Business Law Firm” არის იურიდიული ფირმა, რომელიც ოპერირებს საქართველოში და იურიდიულ დახმარებას უწევს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.
BLF მომსახურებას უწევს საქართველოში ოპერირებულ კომპანიებს, იცავს მათ ინტერესებს სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში, უზრუნველყოფს შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწესრიგებას, BLF-ის იურისტები კლიენტებს უწევენ სამართლებრივ კონსულტაციებს და აცნობენ საკანონმდებლო რეგულაციებს, ადგენენ მათ ინტერესებზე ორიენტირებულ ხელშეკრულებებს, კლიენტებს წარადგენენ და აწარმოებენ საქმეებს სასამართლოში, არბიტრაჟში, მონაწილეობას იღებენ სამედიაციო განხილვებში, აწესრიგებენ კომპანიებისა და ორგანიზაციების შიდა დოკუმენტებს (წესდება, შრომითი ხელშეკრულებები, შინაგანაწესი და სხვა).
ჩვენთან კლიენტთა მომსახურება და საქმეზე მუშაობა გუნდურად მიმდინარეობს, რაც უზრუნველყოფს საკითხის მრავალი კუთხით განხილვას და დამუშავებას.
კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს: სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი, სამშენებლო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, დაზღვევის სამართალი, საკორპორაციო სამართალი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, უძრავი ქონება, არბიტრაჟი, მედიაცია, ინტელექტუალური სამართალი, საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობითი სამართალი, სააღსრულებო სამართალი“.
მისამართი
თბილისი, მარჯანიშვილის №7
სამუშაო საათები
10:00 – 18:00
ორშაბათი – პარასკევი
დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერი: 555575083
ელ. ფოსტა: info@blawfirm.ge